ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

11 ივლისი, 2023

2023 წლის 18 ივლისს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. 

კომისია განიხილავს სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომლებიც გულისხმობს:

⏭️თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ალექსი ღარიბაშვილისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;

⏭️თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზურაბ ტერტერაშვილისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, დროებით სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ მერისთვის თანხმობის მიცემას;

⏭️ანი ნერსეზაშვილის მიერ ქალაქ თელავში, სეხნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 286 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენისას ნაკისრი სააუქციონო პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ თანხმობის მიცემას.

მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16. 

გააზიარე