ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყორჩიბაშიშვილების ციხის ბურჯის რეაბილიტაცია

12 ივნისი, 2018

2018 წლის 11 ივნისს ქალაქ თელავში ყორჩიბაშიშვილების XVIII საუკუნის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინა საპროექტო კვლევითი სამუშაოები დაიწყო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ბჭის კარი“. ამჟამად მიმდინარეობს ძეგლის აზომვითი, ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, კერძოდ მომზადდა ორი შურფი, რომლის მიზანია ძეგლის საძირკვლისა და კონსტრუქციული მდგომარეობის შესწავლა. 
აღნიშნული აზომვითი და საპროექტო-კვლევითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს ძეგლის რეაბილიტაციას.

იხილეთ ფოტოალბომი

გააზიარე