მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

 

თვითმმართელი თემი თელავის მუნიციპალიტეტი

ფართობი - 1095 კმ2

მოსხლეობა - 71 000

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი თელავი

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი 22 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება - აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კონდოლი, კისისხევი, შალაური, ნასამხრალი, კურდღელაური, გულგულა, ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო, ყარაჯალა, ნაფარეული, ლაფანყური, ლალისყური, სანიორე – ჯუღაანი, ართანა, ფშაველი – ლეჩური, თეთრიწყლები.

 

2014 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 151-ე მუხლის პირველი ნაწილის, "მუნიციპალიტეტების გაყოფის და თვითმმართველი თემების - მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის N2205 დადგენილების შესაბამისად, გაუქმდა თელავის მუნიციპალიტეტი, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ორი ახალი მუნიციპალიტეტი - თვითმმართელი თემი თელავის მუნიციპალიტეტი და თვითმმართელი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტი.

 

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მდებარეობს როგორებიცაა - შიოს მარანი, იყალთოს აკადემია, ძველი და ახალი შუამთის მონასტერი, ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და სხვ.

 

მოსხლეობის ძირითადი შემოსვლის წყაროა სოფლის მეურნეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა და მევენახეობა.

გააზიარე