ქვემო ხოდაშენი

ქვემო ხოდაშნის ადმინისტრაციული ერთეული

ქვემო ხოდაშენი – სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ კალთაზე, თელავი გურჯაანის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 460 მეტრზე. სოფელი თელავიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული. ჩრდილო დასავლეთიდან სოფელი წინანდლისგან გამოყოფილია მდინარე დოლიაურის ხევით. სოფლის ფართობია 1,698 კმ2. 2014 წლის საყოველთაო აღწერით სოფელში 1277 ადამიანი ცხოვრობს. 

ისტორიკოსთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, სოფლის სახელი შესაძლოა სიტყვა "ხოდაი"-სთან იყოს დაკავშირებული, რაც ძველ ქართულად საღმთოს ანუ საეკლესიოს ნიშნავს. თქმულების მიხედვით კი ლეკებს ამ სოფლიდან მცირეწლოვანი გოგონა გაუტაციათ და სხვა ოჯახისთვის მიუყიდიათ. გოგონას ხელზე ნიშანი ჰქონია. დრო გავიდა და მის ძმას ქალი უთხოვია. ქორწილში ცეკვის დროს ბიჭის დედას პატარძალში თავისი შვილი უცვნია და დაუძახია "ეს ხომ დაა შენი"... სოფელსაც ხოდაშენი დარქმევია. 

სოფლის სამხრეთითმთიან ფერდობზე უხვადაა უძველესი ნამოსახლარები და სამარხები. ადრეული და გვიანი საუკუნეების ისტორიულ -არქიტექტურულ ძეგლებს მიეკუთვნება "ამიდასტურის", "ლაშარის", "წმინდა გიორგის", "აღდგომის" და სხვა ეკლესია-სამლოცველოები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. XX ს-ის დასაწყისიდან, როცა კახეთში რკინიგზის გაყვანა მოხდა, მოსახლეობამ მის სიახლოვეს დაიწყო ჩამოსახლება.

სოფელი ყოველწლიურად აღდგომის მეორე დღესა აღნიშნავს რელიგიურ დღესასწაულს "ამიდასტურობას". 

 

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

კოტე მესაბლიშვილი

მობ: 551 60 00 69
E-mail: qv.xodasheni.telavi@gmail.com

 

სპეციალისტი

 

  • იზა ჩუბინაშვილი - მობ: 599 521774



გადიდებული რუკის ნახვა

გააზიარე