ცხელი ხაზი : 0(350) 273650 - ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დელეგაციები მეგობარი ქალაქებიდან

25 May, 2018

2018 წლის 25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, თელავს ეწვივნენ დელეგაციები დამეგობრებული ქალაქებიდან: გლუბოკოე (ბელორუსია), ბიბერახი (გერმანია), კედაინიაი (ლიტვა), ზელენა-გურა (პოლონეთი), დაუგავპილსი (ლატვია), ვილიანდი (ესტონეთი), ტალსი (ლატვია), ანიკშჩაი (ლიტვა). დელეგაციებს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში საზეიმო ვითარებაში შეხვდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, მერის მოადგილეები გურამი გურაბანიძე და ალექსანდრე საჩიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და მასპინძლები. ღონისძიებაზე თელავის მინიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ისაუბრა თელავის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ, ხოლო მეგობარი ქალაქების დელეგაციების ხელმძღვანელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი კუთხეების ღირსშესანიშნაობები გააცნეს.

იხილეთ ფოტოალბომი

გააზიარე