წინანდალი

წინანდლის ადმინისტრაციული ერთეული

წინანდალი, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანებით, უპირველესად მოიაზრება იმ სოფლებს შორის, რომელთაც უდიდესი როლი შეასრულეს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განაპირობეს ქართელი ერის თვითმყოფადობა და ეროვნული კულტურის სახე.
ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლები სოფლის შორეულ წარმომავლობაზე მეტყველებს. მტრების სისტემატიური შემოსევისას ამ ადგილებიდან აყრილი მოსახლეობა, როგორც ჩანს, კვლავ წინანდელ ნასახლარს უბრუნდებოდა და სავარაუდოდ, აქედან წარმოდგა სოფლის სახელი – “წინანდალი”.
წინანდალში ყველაზე მეტი რაოდენობით, ქრისტიანული პერიოდის ძეგლებია შემორჩენილი. აქ არის 28 ეკლესია–მონასტერი, რომელთაგან 6 რესტავრირებულია. ამჟამად სოფელში არის წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის მოქმედი ეკლესიები.
ყველაზე მეტად წინანდლის ცნობადი სახელი და დიდება, XVII საუკუნიდან აქ მოსახლე ჭავჭავაძეთა საგვარეულოსთან – რუსეთში საქართველოს პირველ ელჩ, გარსევან ჭავჭავაძესა და ქართველ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მოღვაწე – ალექსანდრე ჭავჭავაძესთან არის დაკავშირებული.
“წინანდლის სავანეს” უწოდებენ ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნის დასაწყისში, ევროპულ ყაიდაზე, უნიკალური ფანტაზიით გაშენებულ და დღემდე მაქსიმალურად ორიგინალურად შენარჩუნებულ დეკორატიულ პარკს. ტერიტორიას, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერატორის საუფლისწულო მამულს წარმოადგენდა, იმდროინდელი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების დონეზეა მოწყობილი.
ტყუილად არ უწოდებენ წინანდალს ქართული მევენახეობა–მეღვინეობის აკვანს. ამ დარგის ძალიან ბევრვი ტრადიციის სათავე წინანდალთანაა დაკავშირებული: ვენახების ფართო მასშტაბებით გაშენება, ევროპული სტილით ვენახის მოვლის კულტურის დანერგვა, ფრანგული ვაზის “კაბერნეს” პირველი ქართული ზვრები;
პირველი ღვინის სარდაფი, პირველად საქართველოში ევროპული ტიპის ღვინის წარმოება “წინანდლის” სახელწოდებით და მასთან დაკავშირებული პირველი აღიარებები ამერიკისა და ევროპის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე; პირველი სეტყვის საწინააღმდეგო ქვემეხებიც კი. წინანდალში ხარობს საუკუნეს გადაცილებული ვაზი. ამ ტრადიციებზე დღეს წინანდალში არაერთი ევროპული ტიპის თანამედროვე ღვინის ქარხანაა აშენებული;
“კომპანია ვაინმენი”, “კორპორაცია ქართული ღვინო”, “ბაღთაუბნის ღვინის მარანი”, “XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები”, “წინანდლის ძველი მარანი”, “ღვინის კომპანია შუმი” მათ რიცხვშია.
უძველესი ქართული ტრადიციებისა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების ტანდემი; გადაშენებას გადარჩენილი ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინის უძველესი ნივთების მუზეუმი – ეს “შუმის” სავიზიტო ბარათებია.
წინანდალი – ქართული კულტურის უძველესი კერაა. ქართული რომანტიზმი წინანდლიდან იღებს სათავეს. ქართული ლიტერატურული სალონები და მუსიკალური საღამოები კი წინანდლის ისტორიაა.
დღეს მისი კულტურული მემკვიდრეობა მრავალი სახითაა წარმოდგენილი: ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ–მუზეუმი; წინანდლის კულტურის სახლი, რომელშიც მუშაობს ბავშვთა სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი; ა.ა.ი.პ “წინანდლის სამუსიკო სკოლა”, წინანდლის სოფლის ბიბლიოთეკა, ანსამბლი “წინანდალი”.
წინანდალს 100–ზე მეტი წლის სკოლა აქვს, რომელმაც არაერთი ცნობილი პიროვნება გამოზარდა.
წინანდალს აქვს კეთილმოწყობილი ამბულატორია, მინი–ფეხბურთის მოედანი.
დღეს სოფელში მოსახლეობის რაოდენობა – 3200, ხოლო ამომრჩეველთა რიცხვი 2618–ია.

წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

თორნიკე ვეფხიშვილი


ტელ: 570-70-92-96
მობ: 599-85-77-60
E-mail: winandali.telavi@gmail.com

სპეციალისტები
  • ნიკა აბაშიძე - მობ: 599 13 11 15
  • მარიკა ასანაშვილი - მობ: 599 51 59 15


გადიდებული რუკის ნახვა
გააზიარე