ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესაძლებლობის შეფასება

6 მარტი, 2017
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კახეთის რეგიონში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის შესაძლებლობების შეფასებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე - ლევან ბერძენაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ნინო აფციაური, არქიტექტურის და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსი - დავით ქსოვრელიშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავაფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი, გერმანული მხარის წარმომადგენელი ლანდშაფტების ეკოლოგი - სოფიე ჰირშელმანი ესწრებოდნენ. როგორც ჩვენთან საუბრისას ნინო აფციაურმა აღნიშნა: „ საქართველოში ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლის შედეგად, პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს. გაიმართა შეხვედრა, სადაც გაგვაცნეს პროექტის მნიშვნელობა, რომლის განხორციელებაც იგეგმება კახეთის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე. შერჩეული იქნა სამი სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში (ლალისყური, ფშაველი და ლეჩური) და დაიგეგმა განსახორიცელებლი ღონისძიებები. ბიოსფერული რეზერვატების ადგილის შერჩევა აამაღლებს ადგილობრივი მოსახლეობის, მოქალაქეებისა და ხელისუფლების ინფორმირებულებას გარემოსდაცვით და განვითარების საკითხებში".
ფოტოები იხილეთ Facebook-ზე:


გააზიარე