პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობა

გეოგრაფიული მდებარეობა _ მევენახეობის სპეციფიკური ზონა "კახეთი” მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდინარეების ალაზნისა და იორის აუზში და უკავია 11,300 კმ2 ფართობი, ჩრდილო განედის 410-42015' და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 450-46030'კოორდინატებზე. ჩრდილო აღმოსავლეთით კახეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან ქართლის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი აზერბაიჯანი.

 

ცივ-გომბორის ქედი კახეთს ორ ნაწილად, შიდა კახეთად და გარე კახეთად ჰყოფს.

 

შიდა კახეთი წარმოადგენს თანდათანობით ქანობს ზემოთ ხსენებული ქედების და გადადის საქართველოში უდიდეს ალაზნის დაბლობში. ალაზნის დაბლობი განლაგებულია მდინარე ალაზნის ორივე მხარეს. მისი სიგრძე დაახლოებით 160 კმ, ხოლო სიგანე 5-დან 40 კმ-მდე, ჩრდილო-დასავლეთიდან სიმაღლე ზღვის დონიდან 740 მ სიმაღლეზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით იგი დაბლდება 200 მ-მდე აზერბაიჯანის საზღვართან. ალაზნის ველის რელიეფი არათანაბარია, კავკასიის მთავარი ქედიდან ჩამონადენი მთის მდინარეების ეროზიული მოქმედებით მთის ფერდობები და მისი ძირები საკმაოდ დანაწევრეულია.

 

გარე კახეთი ანუ ივრის ზეგანი განლაგებულია სამგორის მაღლობსა და ცივგომბორის ქედს შორის და მიმართულია აღმოსავლეთისაკენ, სადაც მიედინება კახეთის ძირითადი წყლის არტერია იორი. კახეთის რელიეფის სხვაობას შეესაბამება მნიშვნელოვნად ჭრელი კლიმატური პირობები.

 

კლიმატი გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. კლიმატის სიმკვეთრის მაჩვენებლის მიხედვით მხარე იყოფა თხუთმეტ ქვეზონად.

 

კახეთის კლიმატური პირობები ხელშემწყობია ხარისხოვანი მეღვინეობისათვის. ატმოსფერული ნალექების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს 600-800 მმ. ვეგეტაციური პერიოდის ხანგრძლივობა 210 დღეს უდრის, ხოლო ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა 18,50. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოსალოდნელია სეტყვა, რომელიც ხშირად ამა თუ იმ რაიონს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. ზაფხულის მეორე ნახევარში შესაძლოა ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდები. ზამთარი ზომიერად ცივი, ღრუბლიანი და მცირე თოვლიანია. ვაზისათვის ხანგრძლივი საზიანო (18-200) ყინვები იშვიათად იცის. საერთოდ ვაზის კულტურის არსებობა კახეთში შესაძლებელია დაუმარხავად და ძირითადად მოურწყავადაც. 

 

ნიადაგები გარე კახეთის მევენახეობა წარმოდგენილია ცივგომბორის მთების სამხრეთ-დასავლეთის დაბოლოებასა და მდინარე იორის მარცხენა და ნაწილობრივ მარჯვენა ტერასებს შორის მოქცეულ სარტყელში, რომელიც ზღვის დონიდან 450-700 მ-ის ფარგლებშია და მოიცავს საგარეჯოს რაიონის სოფლებს: ხაშმს, პატარძეულს, ნინოწმინდს და თვით საგარეჯოს, გარეჯს, გიორგიწმინიდას, თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთს, ვერხვიანს, ბადიაურს, იორმუღანლოს, ყანდაურას და შიბლიანის ტერიტორიებს. ნაწილობრივ გურჯაანის რაიონის სოფლებს: კაჭრეთს, ჯიმითს, მელაანს, არაშენდას, ჩალაუბანს და სიღნაღის რაიონის სოფლებს: ნუკრიანს, ზემო და ქვემო ბოდბეს, მაღაროს ტერიტორიებს. გარდაბნის რაიონის სოფლებს: სამგორს, ვარკეთილს, მარტყოფს, გამარჯვებას და სართიჭალის ტერიტორიებს.

 

გარე კახეთში ძირითადად წარმოდგენილია შავმიწა და შავმიწისებრი ნიადაგები თავისი ნაირსახეობებით და სახესხვაობებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი ფართობი უკავია აგრეთვე ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს ნაირსახეობითა და სახესხვაობებით. შედარებით ნაკლები ფართობი წარმოდგენილია ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგების ნაირსახე­ო­ბე­ბი და სახესხვაობები.

 

ზემოთ დასახელებული ნიადაგები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე თავისი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლებით. შავმიწა, შავმიწისებურ, ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებში პროფილის სისქე 50-120 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ხასიათდებიან ძირითადად თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 2-4%-ის ფარგლებში მერყეობს, ქვევით კი თანდათან მცირდება. კარბონატებს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 2,5-25%-ის ფარგლებშია, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთებში უფრო მეტსაც აღწევს. ნიადაგების არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,3-8,2-ის ფარგლებშია.

 

ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები გარე კახეთის მევენახეობის ზონაში შედარებით მცირე ფართობით არის წარმოდგენილი და ძირითადად ხევების გასწვრივ და მთის კალთების ქვედა სარტყელში გვხვდებიან. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებშია, ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით. კარბონატების საშუალო ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,5-8,3-ის ფარგლებშია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგებში ძირითადად 1,5-2,55-ის ფარგლებშია.

 

შიდა კახეთის ზონა მოიცავს გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ნაწილობრივ სიღნაღის, წითელწყაროს და ლაგოდეხის რაიონის ტერიტორიებს, რომელიც მდინარე ალაზნის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე არიან განლაგებული და მის მეორე ტერასას და ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კალთების დაბოლოებას წარმოადგენენ. ზონა მოქცეულია კავკასიონის მთების სამხრეთი კალთების დაბოლოებასა და ცივგომბორის მთების ჩრდილოპ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთის კალთების დაბოლოებას შოპრის ზღვის დონიდან 350-750 მ-ის ფარგლებში.

 

შიდა კახეთის ზონაში ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილია ყავისფერი, მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები თავისი ნაირსახეობითა და სახესხვაობებით.

 

ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, შავმიწა და შავმიწისებური ნიადაგების პროფილის სისქე 60-120 სმ-ის ფარგლებში მერყეოპბს, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-60 სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით თიხნარებს და მძიმე თიხნარებს წარმოდგენს. ხასიათდებიან ალაგ ხირხატიანობით და ქვიანობით, საშუალო და სუსტი კარბონატებით. ნიადაგის არეს რეაქცია საშუალო და სუსტი ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი ძირითადად 7,2-8,2-ის ფარგლებში ცვალებადოდბს. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში ძირითადად 2,0-4,0%-ის ფარგლებშია, ქვევით კი თანდათან მცირდება.

 

ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ორივე მხარეზე. ამ ნიადაგების პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 40-60 სმ-ის ფარგლებშია. ხასიათდებიან ძირითადად თიხნარი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით. ზოგიერთ მონაკვეთებში კი მსუბუქი თიხნარი და სილნარებია. ჰუმუსის შემცველობა ამ ნიადაგების აქტიურ ფენაში ძირითადად 1,5-2,5%-ის ფარგლებშია ქვედა ფენებში კი თანდათან უფრო მცირდება. კარბონატებს ალაზნის მარჯვენა მხარეზე წარმოდგენილი ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიური ნიადაგები ძირითადად საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ (4,5-25,0%-ის ფარგლებშია), ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე წარმოდგენილი ეს ნიადაგები საერთოდ არ შეიცავენ ან გამონაკლისს შემთხვევაში მხოლოდ უმნიშვნელო მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი (0,5-2%-ის ფარგლებში). ნიადაგის არეს რეაქცია PH კი ალაზნის მარჯვენა მხარეზე მდებარე ამ ნიადაგებში 7,3-8,2-ის ფარგლებშია, ხოლო ალაზნის მარცხენა მხარეზე მდებარე ნიადაგებში 6,2-7,0-ის ფარგლებში მერყეობს.

 

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

 

ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

 

ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

 

ჯიში კახური მწვანე

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750--მდე.

დარგვის სქემა: 2 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ-ზე.

შტამბის სიმაღლე: 80–90 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი, ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1 მ2-ზე 8-10 კვირტი.

მოსავალი 1 ჰა-ზე: _ 6-7 ტონა.

 

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

 

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).

 

განოყიერება

 

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული რეგ­ლა­მენ­ტე­ბით მოცემული ადგილის ეკორესურსების გათვალისწინებით.

 

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

 

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლე.

მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა. 

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

 

ჯიშების სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები

 

რქაწითელი _ თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.

 

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.

 

კახური მწვანე ქართული, თეთრყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.

 

მტევანი საშუალო სიდიდისაა და მისი საშუალო წონა 160-175 გ აღწევს. სიმწიფეში მარცვალი იღებს მწვანე-მოყვითალო შეფერვას, ხასიათდება მეტად სასიამოვნო ჯიშური არომატით. სიმწიფეში შაქრიანობა 200-220 გ/დმ3 აღწევს 6-7 გ/დმ3მჟავიანობით.

 

მაღალხარისხოვანი ღვინოების მისაღებად საშუალო საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონის ფარგელბშია.

 

ღვინო "კახეთი” – ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინოა. იგი მზადდება რქაწითელის და კახური მწვავეს ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

 

ღვინო "კახეთი” ხასიათდება ქარვისფერი შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლატით, ხავერდოვნებით და ჰარმონიულობით.

 

ღვინო "კახეთის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-13,5

შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა _ 5 _ 6 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 18 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონ­მდებ­ლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

 

სპეციფიკური ზონის ფართობი

"კახეთის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 3100 კმ2. მოცემული ეკოგარემო და ადგილობრივი აბორიგენული ჯიშების უნივერსალობა, განსაზღვრავს ღვინო "კახეთის” ორიგინალობას და მაღალ ხარისხს.

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "თელიანი” მდებარეობს მდ. ალაზნის დი­ნების შუა წელში, ჩრდილო განედის 41054' და აღმოსავლეთ გრძედის 45035' კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს  შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.

 

კლიმატი – სპეციფიკური ზონის კლიმატი ხასიათდება  ზომიერად ნოტიო, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 სთ-ს აღემატება, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 1660 სთ-მდე აღწევს. მზის პირდაპირი რადიაცია მოსული ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად შეადგენს 75 კკალ/სმ2-ს, გაბნეული რადიაცია 54,2 კკალ/ სმ2, მზის ჯამობრივი რადიაცია წლიურად 130 კკალ/ სმ2-ს უდრის.

 

მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება, მის შესაძლო რაოდენობასთან ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ 66%-ს შეადგენს. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მოწმენდილი დღეები 17-19 აღწევს.

 

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,10-ია. ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0,90, ხოლო ყველაზე თბილი თვეების – ივლისი და აგვისტო საშუალო ტემპერატურები ერთმანეთს უახლოვდება და 23,2–22,90 უტოლდება. ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო   -110, აბსოლუტური მინიმუმი -230 უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 350, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 380 აღწევს. 

 

ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ყველაზე მაღალია (8,0-9,50) ზაფხულის თვეებში, ხოლო ყველაზე დაბალი (4,8-5,50) ზამთარში.

 

სითბოს საერთო რაოდენობა წლების მიხედვით მეტად ცვალებადი სიდიდეა.  გასული საუკუნის განმავლობაში წინანდალში 100-ზე ზევით სითბოს ჯამი იცვლებოდა 33000-დან 42500-მდე, სითბოს ჯამის მრავალწლიური ამპლიტუდა 9500 აღწვეს.

 

თელიანში 35000-ზე მეტი სითბოს ჯამის დაგროვება 95% წლებში, ე. ი. თითქმის ყოველწლიურად არის უზრუნველყოფილი.

 

შემოდგომის პირველი წაყინვები საშუალოდ 26.XI-ს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველ წაყინვებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ოქტომბრის ბოლოს. ამდენად ვაზს შემოდგომის წაყინვებისაგან საშიშროება არ ექმნება.

 

ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური ჯამი 845 მმ-ს, სავეგეტაციო პერიოდში 644 მმ-ს უდრის. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის მაისში (157 მმ) და ივნისში (111 მმ). ყურძნის მომწიფების პერიოდში (VIII-IX) ნალექების ჯამი საშუალოდ 144 მმ უდრის. ნალექების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი (34%) გაზაფხულზე და ზაფხულის (31%) პერიოდებში, შედარებით ნაკლები (23%) შემოდგომით და ზამთარშია (12%) შესაძლებელი.

 

ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 70%-ს უდრის.

 

სეტყვიან დღეთა რიცხვი დიდია და წელიწადში საშუალოდ 2,3-ს უდრის; სეტყვა ყველაზე ხშირად მაისსა და ივნისში (0,7-0,8 დღე) მოდის. ანომალურად სეტყვიან წლებში მათმა რაოდენობამ შესაძლოა 9-ს მიაღწიოს.

 

ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (30%) და აღმოსავლეთის (24%) ქარები, შედარებით ნაკლები განმეორება ახასიათებს სამხრეთ-დასავლეთ (14%),  ჩრდილო-დასავლეთ (11%) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (10%) მომართულ ქარებს.

 

ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ უდრის. წლის განმავლობაში ქარის სიჩქარე შედარებით მეტია გაზაფხულზე და ზაფხულში (1,7-2,1 მ/წმ). ყველაზე ნაკლები სიჩქარის ქარები (1,3-1,5 მ/წმ) ზამთრის თვეებში აღინიშნება. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი (≥ 15 მ/წმ) საშუალოდ დიდი არ არის და 10-ს უდრის.

 

სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს; ასეთ ადგილებში რეკომენდებულია ოთხრიგიანი ძირითადი ქარსაფრების გაშენება.

 

სპეციფიკურ ზონაში თოვლიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 33-ს უდრის.

 

ნიადაგები წარმოდგენილია მდელოს ყაივისფერი (ძველი ალუვიური) და ალუვიური ნიადაგების ნაირსახეობები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ხირხატიანობის ხარისხით და მექანიკური შედგენილობის მიხედვით. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგები წარმოდგენილია ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებაზე, ხოლო ალუვიური ნიადაგები მდინარე ალაზნის მარჯვენა მეორე ტერასაზე.

 

გამოყოფილია მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) ნიადაგების ორი და ალუვიური ნიადაგების ორი  სახესხვაობა:

  1. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, თიხნარი;
  2. მდელოს ყავისფერი (ძველი ალუვიური) დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხიანი;
  3. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი;
  4. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი.

 

ზემოთ დასახელებული ნიადაგების პირველი ორი სახესხვაობა წარმოდგენილია მიკროზონის ზედა სარტყელში ცივგომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებებზე და რელიეფურად სუსტად დახრილ შლეიფებზე და გავაკებებზე არიან განლაგებული, ხოლო მესამე და მეოთხე სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია ალაზნის მარჯვენა მეორე ტერასაზე, რომელიც ცივგომბორის მთების ჩრდილო აღმოსავლეთი კალთების დაბოლოებებს ემიჯნება და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ სუსტად დახრილ ვაკეს წარმოადგენს სუსტი ტალღისებური ზედაპირით. ზემოთ დასახელებული ოთხივე სახესხვაობის ნიადაგში პროფილის სისქე 1-1,5 მეტრს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60-სმ-ის ფარგლებშია. მექანიკური შედგენილობით აღნიშნული ნიადაგები თიხნარების ჯგუფს მიეკუთვნებიან და ფიზიკური თიხის შემცველობა ძირითადად 25-50%-ის ფარგლებშია, ზოგიერთ მონაკვეთზე ქვედა ფენებში გადახრილია მსუბუქი თიხნარებისაკენ და სილნარებისაკენ. ჰუმუსის შემცველობა ნიადაგის აქტიურ ფენაში საშუალოზე დაბალია და ძირითადად 1,5-3,0%-ის ფარგლებშია, ქვედა ფენებში კი უფრო მცირდება, კალციუმის კარბონატების საშუალო რაოდენობით შეიცავენ და ძირითადად 5-15%-ის ფარგლებშია. ნიადაგის ხსნარის რეაქცია (PH) ძირითადად საშუალო ტუტეა და PH-ის მაჩვენებელი 7,4-8,0-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზურ აზოტს საშუალო და მცირე რაოდენობით შეიცავენ და ნიადაგის ქიმიურ ფენაში ძირითადად 5,0-8,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ქვედა ფენაში კი საერთოდ დაბალი  მაჩვენებლით ხასიათდება. საშუალო რაოდენობით შეიცავს ხსნადი (შესათვისებელ) ფოსფორის ნიადაგის აქტიურ ფენაში და 2,5-3,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში,  ქვედა ფენებში კი მისი შემცველობა დაბალია. საერთოდ ღარიბია გაცვლითი კალიუმითაც და მის შემცველობა 12,0 მგ-ის არ აღემატება 100 გ ნიადაგში.

 

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

 

«თელიანის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

 

ჯიში კაბერნე სოვინიონი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 560 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ორმხრივი ქართული, თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 7-8 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.

 

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

ურწყავში ნიადაგის ზედაპირის სარეველებისაგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. ნიადაგის მულჩირება.

 

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.

 

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ნაცარი, ჭრაქი.

მავნებლები: ტკიპები, ვაზის ცრუფარიანა.

 

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.

 

კაბერნე სოვინიონის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

 

კაბერნე სოვინიონი – ფრანგული მაღალხარისხოვანი ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. კაბერნესაგან დამზადებული სუფრის წითელი ღვინო გამოირჩევა  განსაკუთრებული ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლის და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდის, საშუალო ზრდის. კონდიციური მოსავლის მისაღებად საჰექტრო მოსავალი 6-7 ტ-ს ფარგლებში მერყეობს. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 190-220 გ/დმ3-ია, 8,0-9,0 გ/დმ3მჟავიანობით.

 

ღვინო "თელიანი” ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე­ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

ღვინო "თელიანი” ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით,  სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.

ღვინო "თელიანის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, % - 10,5-12,0

შაქრების მასიური კონცენტრაცია - არა უმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა – 5,5 – 7,0 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა – არა უმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹ 1493/98999 წ დადგენილებას.

 

სპეციფიკური ზონის ფართობი

 

"თელიანის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10,5 კმ2.

ზომიერად ნოტიო კლიმატი, მდელოს ყავისფერი და ალუვიური ნიადაგები ჯიში კაბერნე სოვინიონისათვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ მიკროზონაში დამზადდეს მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინო, განსაკუთრებული ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით.

 

ფოტო

გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ნაფარეული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, მდ. ალაზნის ზემო წელში, მის მარცხენა სანაპიროზე. სავენახედ ასათვისებელი ფართობები მოქცეულია მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადების, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენ სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ქვემო წელში.

სავენახე ფართობები ზღვის დონიდან 400-500 მეტრ სიმაღლის საზღვრებში იცვლება. ნაფარეულის გრძედზე კახეთის ვაკის საერთო სიგანე დაახლოებით 20 კმ უდრის.

კავკასიონის მთიანი სისტემის სამხრეთულ დაქანებებზე არსებული სავენახე ფართობების დახრილობა 3-50 ფარგლებში იცვლება. ნაფარეულის სპეციფიკური ზონა მდებარეობს ჩრდილო განედის 42003' და აღმოსავლეთ გრძნ­ედის 45031' კოორდინატებზე. იგი მოიცავს სოფლებს: ნაფარეული, სანიორე, ჯუგაანი, არტანა, ფშაველი და ლალისყური.

 

კლიმატი – სპეციფიკური ზონა ხასიათდება ზომიერად ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით, ნალექების ორმაგი მსვლელობით წლის განმავლობაში. ადგილობრივი კლიმატის თავისებურებას ძირითადად განაპირობებს რელიეფური პირობები და მისთვის დამახასიათებელი ცირკულაციური პროცესები.

 

მდ. ალაზნის მარცხენა მხარეს, ცის თაღის მეტი მოღრუბლულობის შედეგად, მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მდინარის მარჯვენა სანაპიროსთან შედარებით ნაკლებია და 2050 საათს უდრის. ვაზის სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი 1500 საათს არ აღემატება. მზის ნათების არსებული რაოდენობის შეფარდება მის შესაძლო რაოდენობასთან, ზაფხულის თვეებში და სექტემბერში საშუალოდ შეადგენს – 63%-ს; მდებარეობის სითბური ბალანსის ძირითადი წარმომქმნელი კომპონენტი მზის პირდაპირი რადიაცია სხივებისადმი პერპენდიკულარულ ზედაპირზე 120-130 კკალ/სმ2, ხოლო ჰორიზონტალურზე – 70-75 კკალ/სმ2 უდრის. რადიაციული ბალანსი წლიურად 52-54 კკალ/სმ2-ია. მოწმენდილი დღეების რიცხვი (საერთო მოღრუბლულობით) წლიურად 48-ს, ხოლო ქვედა იარუსზე ღრუბლიანობის მიხედვით 89 უდრის. ზაფხულის თვეებში მოწმენდილი დღეები, საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის გათვალისწინებით, შესაბამისად 16 და 23-ს, ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში 15 და 16 დღეს არ აღემატება.

 

ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,40 უდრის. ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0,50, ყველაზე თბილი თვეების (ივლისი-აგვისტო) კი 23,7–23,40 აღწევს. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -130, აბსოლუტური მინიმუმი -240 უდრის. ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მაქსიმუმების საშუალო 360, აბსოლუტური მაქსიმუმი კი 390 აღწევს.

 

ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგარდი გადასვლა 5.IV-ს, ხოლო აღნიშნულ გრადაციაზე ქვევით ტემპერატურის დაცემა 2.XI-ს ხდება.

 

აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა აქ 39200 უდრის. წლების მიხედვით სითბოს ჯამი შეიძლება მერყეობდეს 36000-დან (95%) 4170-მდე (10%).

 

ატმოსფერული ნალექების საშუალო მრავალწლიური ჯამი 845 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 630 მმ შეადგენს. ნალექები ყველაზე მეტი რაოდენობით მოდის მაისში (132 მმ) და ივნისში (112 მმ). ყურძნის სიმწიფის პერიოდში (VIII-IX) ნალექების საშუალო რაოდენობა 145 მმ უდრის. ჰიდროთერმული კოეფიციენტი აგვისტო-სექტემბერში 1,0 და 1,3-ს უდრის. აქედან გამომდინარე ყურძნის სიმწიფის პერიოდი, ცალკეული შემთხვევების გარდა, ტენით უზრუნველყოფილია. ცალკეულ წლებში, აგვისტოში ხშირად ადგილი აქვს ტენის დეფიციტს.

 

ნალექების საერთო რაოდენობიდან ყველაზე მეტი გაზაფხულ (34%) – ზაფხულის (32%) პერიოდებში, შედარებით ნაკლები (22%) შემოდგომით და ზამთარში (12%) მოდის.

 

ჰაერის საშუალო წლიური შეფარდებითი ტენიანობა 74%-ს უდრის. სავეგეტაციო პერიოდში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 71% უტოლდება, რაც მეტად ახლოსაა ვაზის ბიოლოგიური ფაზებისათვის დადგენილ ხელსაყრელ ნორმასთან (70%). სინოტივე ყველაზე მეტ მნიშვნელობას შემოდგომის დასასრულს და ზამთრის დასაწყისში აღწევს (82%). შედარებით ნაკლებია (66-67%) ზაფხულის მეორე ნახევარში.

 

აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (40000) აქ ოთხ წელიწადში ერთჯერ (25%) არის მოსალოდნელი.

 

შემოდგომით პირველი წაყინვები საშუალოდ 11 ნოემბერს იწყება. 10 წელიწადში ერთჯერ პირველი წაყინვები შესაძლოა 16 ოქტომბერს დაიწყოს.

 

გაზაფხულის უკანასკნელი წაყინვები საშუალოდ წყდება მარტის ბოლო რიცხვებში. 10 წელიწადში ერთჯერ საგვიანო წაყინვები შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე არ შეწყდეს.

 

სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 1,6 უდრის. სეტყვიანია მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი. სეტყვა ყველაზე ხშირად ივნისში (0,5 დღე) და მაისში (0,3 დღე) მოდის. მეტად სეტყვიან წლებში აქ მოსალოდნელია 5 სეტყვიანი დღე.

 

ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმების საშუალო -130C უდრის. ცივი ჰაერის მასებისაგან დაცულ ცალკეულ ფართობებზე ეს მაჩვენებელი -11, -120-ზე მეტი არ არის. -130 საშუალო მინიმუმის შემთხვევაში.

 

უმეტეს წლებში (77%) თოვლის საფარი არამდგრადია. თოვლის საფარი დეკემბრის მესამე დეკადაში წარმოიქმნება და მარტის პირველ რიცხვებში ქრება. თოვლიან დღეთა რიცხვი საშუალოდ 26-ს უდრის.

 

ალუვიური ნიადაგის ზედაპირზე ტემპერატურის საშუალო წლიური მნიშვნე­ლო­ბა 140-ს უდრის. ყველაზე თბილ თვეებში (ივლისი-აგვისტო) ნიადაგის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 29-280 აღწევს. ცივ თვეში (იანვარი) კი 00-ზე ნაკლები არ არის. აგვისტოში საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 480; ზამთრის თვეებში საშუალო მინიმალური ტემპერატურა მინუს 4-60საზღვრებშია. ნიადაგის ზედაპირიდან ერთ მეტრიან სიღრმის ფენაში 100-ზე ზევით ტემპერატურის მდგრადი გადასვლა 27 აპრილიდან აღინიშნება.

 

ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმართულ ალაზნის ვაკეზე, გაბატონებულია დასავლეთიდან (23%), აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (16-17%) მომართული ქარები. დროგამოშვებით მათ ენაცვლება ჩრდილოეთიდან (17%) მომართული ქარები.

 

ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,9 მ/წმ უდრის. წლის განმავლობაში ქარის სიჩქარე შედარებით მეტია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში (2,1-2,4 მ/წმ). ყველაზე ნაკლები სიჩქარის ქარები (1,3 მ/წმ) დეკემბერში აღინიშნება. ძლიერ ქარიან (≥ 15 მ/წმ) დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 9-ს, ხოლო ყველაზე მეტი დღეთა რიცხვი 39-ს აღწევს.

 

აღნიშნული მონაცემების მიხედვით სპეციფიკური ზონა მიეკუთვნება ქარების მავნე ზემოქმედების მე-III ჯგუფის რაიონებს.

 

ნიადაგები – სპეციფიკურ ზონას ჩრდილოეთის მხრიდან ემიჯნება კავკასიონის სამხრეთი კალთების დაბოლოებას, ხოლო სამხრეთის მხრიდან მდინარე ალაზნის მარცხენა პირველ ტერასას. რელიეფურად ძირითადი ნაწილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სუსტად დახრილ ვაკეებსა და სუსტად დაქანებულ შლეიფებს წარმოადგენს. აღნიშნული ტერიტორიის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ვენახებით დაკავებული ფართობებით, ნავენახარი და სახნავი ფართობებით. ტერიტორია წარმოდგენილია მდინარე ალაზნის მარცხენა მეორე ტერასაზე და მისი შენაკადი მდინარეების ლოპოტას და სტორის მარჯვენა და მარცხენა ტერასებზე.

 

გეოგრაფიულად აღნიშნული ტერიტორია აგებულია მეოთხეული ასაკის და შემდგომი ხნოვანების დანალექი ქანებისაგან, რომელიც ძირითადად შესდგება მდინარე ალაზნისა და მისი შენაკადი მდინარეების ლოპოტისა და სტორის მიერ ჩამოტანილი რიყნარ-თიხნარი და რიყნარ-სილნარი ნაფენებისაგან და გვევლინებიან უშუალოდ ნიადაგწარმომქმნელ ქანებად.

 

ძირითადად წარმოდგენილია ალუვიური და დელუვიური ნიადაგების შემდეგი სახესხვაოებები:

  1. ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი.
  2. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარი.
  3. ალუვიური-უკარბონატო, დიდი სისქის, მსუბუქი და საშუალო თიხნარი.
  4. ალუვიური უკარბონატო, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, სილნარი.
  5. ალუვიური უკარბონატული, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი, სილნარი.
  6. დელუვიური, კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი.
  7. დელუვიური უკარბონატო, საშუალოდ და დიდი სისქის, ხირხატიანი, მძიმე თიხნარი.
  8. დელუვიური, უკარბონატო, დიდი სისქის, სიღრმით 100 სმ-მდე, ხირხატიანი, მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარი.

 

მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით ალუვიური ნიადაგები შეფერილობით მოყავისფრო-მორუხოა ზედა ფენებში, ქვევით კი უფრო მეტად მორუხო შეფერილობაში გადადის; სტრუქტურით კოშტოვან-გოროხოვანი და კოშტოვან-მარცვლოვანია. სიღრმის ფენებში კი სუსტადაა გამოხატული. განსაკუთრებით კი მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგებში. მექანიკური შედგენილობით პირველი და მეორე სახესხვაობების ნიადაგები მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა მექანიკური შედგენილობით ხასიათდება. მესამე სახესხვაობა კი საშუალო და მსუბუქი თიხნარია; მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები კი სილნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან. აგებულებით პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგები მომკვრივო და მკვრივია. მესამე სახესხვაობის ნიადაგები კი მოფხვიეროა. მე-4 და მე-5 სახსხვაობის ნიადაგებზე ფხვიერი აგებულებით ხასიათდებიან. ამასთან მეოთხე და მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები ხირხატიანობით ხასიათდებიან. განსხვავებით პირველი სახესხვაობის ნიადაგებისათვის დამახასიათებელია კარბონატების შემცველობა, ხოლო მეორე-მეხუთე სახესხვაობის ნიადაგები უკარბონატოა.

 

დელუვიური ნიადაგები (მე-6, მე-7, მე-8 სახესხვაობები) შეფერილობით მოყავისფროა. კოშტოვან-გოროხოვანი სტრუქტურით, სახნავ ფენაში მოფხვიერო აგებულებით ქვევით კი მკვრივია. მექანიკური შედგენილობით მეექვსე და მეშვიდე სახესხვაობები თიხიანი და მძიმე თიხნარებია, ხოლო მეექვსე სახესხვაობა მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარია. განსხვავებით მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი კარბონატულია, ხოლო მე-7 და მე-8 სახესხვაობის ნიადაგები უკარბონატოა.

 

აღნიშნული ნიადაგების პროფილში ჰუმუსის პროცენტული შემცველობა ძირითადად 3,0-0,5%-ის ფარგლებში ცვალებადობს, ხოლო აქტიურ ფენაში 3,0-1,0%-ის ფარგლებშია. ჰიდროლიზური აზოტი საშუალო და მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი და ნიადაგის აქტიურ ფენაში ძირითადად 6,5-2,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. დაბალია ძირითადად ხსნადი ფოსფორის შემცველობაც და 8,5-1,5 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ კვალის სახითაა წარმოდგენილი. ასევე დაბალი შემცველობითაა წარმოდგენილი ძირითადად ალუვიურ ნიადაგებში გაცვლითი კალციუმიც და 16,03,0 მგ-ის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. გამონაკლის შემთხვევებში კი (დელუვიურ ნიადაგებში) მისი შემცველობა საკმაოდ მაღალია და 32,0-59,0 მგ-მდე აღწევს 100 გ ნიადაგში. კარბონატებს პირველი და მეექვსე სახესხვაობის ნიადაგები მცირე რაოდენობით შეიცავენ და 12,8-0,8%-ის ფარგლებშია წარმოდგენილი. დანარჩენი სახესხვაობის ნიადაგები კი საერთოდ არ შეიცავენ. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) კარბონატულ ნიადაგებში სუსტი და საშუალო ტუტეა და პH-ის მაჩვენებელი 7,3-8,2-ის ფარგლებშია. დანარჩენი სახესხვაობის ნიადაგები კი ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციით ხასიათდებიან და პH-ის მაჩვენებელი 6,4-7,2-ის ფარგლებშია. შთანთქმული ფუძეების (ჩა+Mგ) ჯამი ფართო საზღვრებში ცვალებადობს ნიადაგის სახესხვაობების მიხედვით და 6,05-41-21 მილიექვივალენტის ფარგლებშია 100 გ ნიადაგში. ჯამიდან დიდი პროცენტი მოდის შთანთქმულ კალციუმზე, მაგნიუმი კი გაცილებით მცირეა.

 

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები

 

«ნაფარეულის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.

 

ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ; 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

 

ჯიში საფერავი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 750 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,0 X 1,5 მ. 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე: 80-100 სმ.

სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.

 

გადადუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების დანორმება და ყვავილობის დაწყების წინა ფაზაში წვერების წაწყვეტა.

 

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნა. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

 

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენ­ტე­ბით.

 

ჯიში რქაწითელისა და საფერავის სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

 

რქაწითელი - თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია. იგი გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური თვისებებით. ხასიათდება სხვადასხვა პირობებისადმი გამძლეობით და პროდუქციის მაღალი ღირსებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშულო მოსავალი ჰექტარზე 9-10 ტონა.

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 220-240 გ/დმ3 აღწევს, 5-6 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით.

 

საფერავი - ქართული ფერადყურძნიანი მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ვაზის საღვინე ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო ინტენსიური მუქი წითელი ფერისაა, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სისრულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტითა და მაღალი გემური თვისებებით.

მტევანი საშუალოზე დიდია და მისი წონა 140-145 გ აღწევს. სიმწიფეში მუქი ლურჯია, ხორციანი, წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება. ვაზის საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, კონდიციური პროდუქციის მისაღებად საჰექტარო მოსავალი 7-8 ტ ფარგლებში მერყეობს.

მწიფე ყურძენში შაქრიანობა 200-260 გ/დმ3-მდე აღწევს, 7,5-8,5 გ/დმ3 მჟავიანობით.

 

ღვინო "ნაფარეული” (წითელი) _ ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირება­დი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა. ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.

ღვინო "ნაფარეული” ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, განვითარებული ბუკეტით.

ღვინო "ნაფარეულის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-12,0

შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა _ 5,5 _ 7,0 გ/დმ3გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 20 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

 

ღვინო "ნაფარეული” (თეთრი) _ ადგილწარმოშობის დასახე­ლების კონტროლირება­დლი უმაღლესი ხარისხის მშრალი თეთრი ღვინოა. ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ტკბილის სრული დადუღებით.

ღვინო "ნაფარეული” ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე სასიამოვნო, ხალისიანი, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით და მინდვრის ყვავილების ტონით.

ღვინო "ნაფარეულის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5-12,5

შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 4 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა _ 5,5 _ 7,5 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია - არა ნაკლებ 16 გ/დმ3

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის ¹1493/1999 დადგენილებას.

 

სპეციფიკური ზონის ფართობი

 

"ნაფარეულის” სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 52 კმ2.

აბორიგენული ჯიშების უნიკალური თვისებები, კავკასიონის სამხრეთი ტოტებიდან ჩამონადენი სტორისა და დიდხევ-ლოპოტას ხეობების ზეგავლენით ჩამოყალიბებული მიკროკლიმატი, ნიადაგის სახესხვაობები და სტრუქტურა განსაზღვრავს ღვინო "ნაფარეულის” განსაკუთრებულობას.

 

გეოგრაფიული დებარეობა მევენახეობის სპეციფიკური ზონა წინანდალი მდებარეობს თელავის ადმინისტრაციულ რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე. მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მეტრი სიმაღლის ფარგლებში.

 

ღვინო ,,წინანდლის“ წარმოების სანედლეულო ბაზა მოიცავს შემდეგ სოფლებს:     აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი.

 

კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2300 საათს აღემატება. მიკროზონაში მზის პირდაპირი რადიაციის წლიური ჯამი პერპენდიკულარულ ზედაპირზე 130 კკალ/სმ2, ხოლო სხივებისადმი ჰორიზონტალურ ზედაპირზე 76 კკალ/სმ2 უდრის. თბილ პერიოდში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 92 და 60 კკალ/სმ2 ფარგლებში მერყეობს. გაბნეული რადიაცია წლიურად 54 კკალ/სმ2, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 40 კკალ/ სმ2 აღწევს. ჯამური რადიაციის წლიური მნიშვნელობა 130 კკალ/სმ2-ია, ხოლო თბილ პერიოდში 100 კკალ/სმ2 უდრის. მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და 12,40 უდრის. ყველაზე თბილ თვეებში - ივლისში და აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 23,20, ყველაზე ცივი თვის - იანვრის ტემპერატურა კი +0,90-ია. წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -100, აბსოლუტური მაქსი­მუმებიდან საშუალო კი 350 უდრის. ექსტრემალური ტემპერატურები -230 _ +380-ის ფარგლებშია. მხარის უმეტეს ნაწილში ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა აპრილის I დეკადაში (8.IV-დან) აღინიშნება, 100-ზე ქვევით ტემპერატურა ნოემბრის პირველ რიცხვებში (3.XI-დან) ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა უდრის 208 დღეს. აქტიურ ტემპე­რატურათა ჯამი  550 მ სიმაღლეზე 38000 აღწევს.

 

წინანდლის მიკროზონაში მოწმენდილ დღეთა წლიური რიცხვი (ღრუბლიანობა 0-2 ბალი) საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის შესაბამისად 52-82-ს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდში მოწმენდილი დღეები აღნიშნული ღრუბ­ლიანობის თანმიმდევრულად 36 და 55 უდრის. წლის განმავლობაში მოღრუბლული დღეები (8-10 ბალი) საერთო და ქვედა იარუსის ღრუბლიანობის შესაბამისად 122 და 95-ს უდრის, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში აღნიშნულ ღრუბლიანობათა დღეები შესაბამისად 61 და 45-ს შეადგენს. მიკროზონაში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 845 მმ, სავეგეტაციო პერიოდში 644 მმ უდრის. წლიური ნალექებიდან მაქსიმუმი (157 მმ) მაისში, მინიმუმი (28 მმ) იანვარში აღინიშნება. ვაზის კვირტის გაშლა (რქაწითელი, საფერავი, კაბერნე) აპრილის შუა რიცხვებიდან იწყება, ხოლო სიმწიფეში აგვისტოს შუა რიცხვებიდან შედის. ხარისხოვანი ევროპული ტიპის სამარკო ღვინის დასამზადებლად ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში უნდა დაიკრიფოს.

 

„წინანდლის“ მიკროზონაში (300-750 მ სიმაღლის ფარგლებში) აქტიური სითბოს ჯამი 4100-35000 შორის იცვლება. აქ გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან ევროპული ტიპის საუკეთესო ხარისხის სუფრის ღვინოს (300-450 მ სიმაღლის ნაკვეთებიდან) მივიღებთ 75%-35%-ის ფარგლებში. ე.ი. 10 წელიწადში დაახლოებით 7-4-ჯერ. აღნიშნულ სიმაღლეებზე კარგი ხარისხის პროდუქცია თითქმის ყოველწლიურად (80-90%) იწარმოება.

 

500-550 მეტრი სიმაღლის ნაკვეთებზე უმაღლესი ხარისხის ღვინომასალა იწარმოება 10 წელიწადში 2-ჯერ (20%), მაშინ, როცა კარგი ხარისხის პროდუქციის მიღება შესაძლოა 10 წელიწადში 5-ჯერ (50%). 600-650 მეტრ სიმაღლის ნაკვეთებზე კი კარგი ხარისხის პროდუქცია მიიღება 10 წელიწადში 2-ჯერ (20%).

 

წინანდლის  მიკროზონაში სეტყვიანი დღეები ხშირია (წელიწადში საშუალოდ 2-3). წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად სეტყვა მოდის მაისში და ივნისში (0,7 და 0,8). განსაკუთრებულად სეტყვიან წლებში კი შესაძლოა მოვიდეს 9-ჯერ.

 

ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა საშუალოდ 70% უდრის. ჰაერის ტენით გაჟღენთილობა ყველაზე ნაკლებია აგვისტოში (60%), ყველაზე მეტი კი ნოემბერში (77%). მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (35%) და აღმოსავლეთის (23%) რუმბის ქარები. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,7 მ/წმ უდრის. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი მიკროზონაში დიდი არ არის (10). მრავალწლიური მონაცემების მიხედვით, ჰაერის ტემპერატურების წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო -10, -110 უდრის. ათ წელიწადში ერთხელ მოსალოდნელია მინიმალური ტემპერატურის მცირე ხანგრძლივობით -150-მდე დაცემა, რაც ვაზის სანაყოფე კვირტებს მხოლოდ სუსტად (< 30%) დააზიანებს.

 

ნიადაგი - 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა, მიკროზონის ნიადაგური საფარის შესწავლის მიზნით, საკვლევ ტერიტორიაზე ჩაატარეს ნიადაგების კვლევის საველე და კამერალური სამუშაოები. ნიადაგების ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.

 

გამოკვლევების შედეგად შესწავლილ ტერიტორიაზე გამოიყო შემდეგი ძირითადი ნიადაგური ტიპები:

 

  1. ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, საშუალო და ძლიერ ხირხატიანი, მძიმე თიხნარი;
  2. ყავისფერი, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი;
  3. ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, მძიმე თიხნარი;
  4. მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და თიხიანი;
  5. მდელოს ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად და საშუალოდ ხირხატიანი, თიხნარი;
  6. დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, მსუბუქი და მძიმე თიხნარი;
  7. ალუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი;
  8. ალუვიური, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი;
  9. ალუვიური, დიდი სისქის, ძლიერ ხირხატიანი, თიხნარი.

 

პირველი სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ვანთის, სოფ. აკურის (ნაკ. „ნასახლარები”), სოფ. კისისხევში (ნაკ. „არხის ზემოთ”) მაგალითზე.

მეორე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ბუშეტის (ნაკ. „რკინიგზის ქვემოთ თეთრ ხიდთან”), სოფ. შალაურის (ნაკ. „ტრასის ქვემოთ”), სოფ. ვაჩნა­ძიანის (ნაკ. „ხრამიწები”) მაგალითზე.

მესამე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. შალაურის (ნაკ. ,,დიდი ვერხვის ადგილები) მაგალითზე.

მეოთხე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. წინანდლის (ნაკ. ,,თელიანი), სოფ. ქვემო ხოდაშენის (ნაკ. „ნაფარეხლები”), სოფ. კურდღელაურის (ნაკ. „ბეღანაფშები”) მაგალითზე.

მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება სოფ. ქვემო ხოდაშენის (ნაკ. „დიდი ვენახები”) მაგალითზე.

 

მეექვსე და მეშვიდე სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია ზემოთ ჩამოთვლილი სოფლებიდან ალაზნის ვაკისკენ გარდამავალ ზოლში.

 

მერვე და მეცხრე სახესხვაობის ნიადაგები უშუალოდ ალაზნის ტერასის მიჯნაზე მდებარეობენ.

 

მიკროზონის ზედა ნაწილში წარმოდგენილი ყავისფერი ნიადაგები (თავისი სახესხვაობით) საშუალო და ღრმა პროფილით ხასიათდებიან. ქვედა ზოლში გავრცელებული ალუვიური, ალუვიურ-პროლუვიური და დელუვიურ-პრო­ლუვიური ნიადაგები უფრო ღრმა პროფილით და სხვადასხვა ხირხატიანობით ხასიათდებიან. ნიადაგის პროფილის სისქე ზედა ნაწილში, სადაც ყავისფერი ნიადაგებია წარმოდგენილი, 70-100 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 30-50 სმ-ის ფარგლებში. ზონის ქვედა ნაწილში, სადაც ალუვიური, ალუვიურ- პროლუვიური და დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგებია წარმოდგენილი პროფილი უფრო ღრმაა 100-150 სმ-ს აღემატება, აქტიური ჰუმუსიანი ფენა კი 40-50 სმ-ია. მექანიკური შედგენილობით ნიადაგები ძირითადად საშუალო და მძიმე თიხნარი შედგენილობით ხასიათდებიან, მცირე მონაკვეთებზე კი მსუბუქი თიხიანებიცაა წარმოდგენილი. ჰუმუსი მცირე რაოდენობითაა 1,0-2,5%-ის ფარგლებში, ჰიდროლიზური აზოტის, ხსნადი ფოსფორის და გაცვლითი კალიუმის შემცველობა დაბალია, კალციუმის კარბონატებს ნიადაგები მცირე და საშუალო რაოდენობით შეიცავენ, 2,5-16,0%-ის ფარგლებში, ნიადაგის არეს რეაქცია (pH) საშუალო ტუტეა. მიკროზონაში წარმოდგენილი ნიადაგები ექსპოზიციით (ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი), კალციუმის კარბონატების შემცველობით, ხირხატიანობით და კლიმატური ფაქტორების ერთობლიობით კარგ პირობებს ქმნიან წინანდლის დასახელების ღვინის მისაღებად. ძირითადი გავრცელებული ვაზის ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე.

 

აგროტექნოლოგიური რეგლამენტები - წინანდლის დასახელების ღვინის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები:

 

ჯიში რქაწითელი

გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 300-600 მეტრამდე.

დარგვის სქემა: 2,35  X 1,30 მ 2,5 X 1,5 მ.

შტამბის სიმაღლე:80-100 სმ-მდე.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 9-10 ტონა.

 

ჯიში კახური მწვანე

დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 მ 2,35 X 1,30 მ.

შტამბის სიმაღლე: 70-100 სმ-მდე.

სხვლის ფორმა: თავისუფალი და ქართული ორმხრივი შპალერი.

დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.

მოსავალი: 1 ჰა-ზე 6-7 ტონა.

გადაუდებელი აგროღონისძიება: გასხვლისას დატოვებული კვირტებისა და მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილი აგრორეგლამენტების ფარგლებში _ რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად.

 

ნიადაგის მოვლა-დამუშავება

ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება _ ჰერბიციდების პერიოდულად გამოყენების ფონზე. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. ურწყავში - ნიადაგის ზედაპირის სარეველებისგან სუფთა და ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება. შესაძლებლობის ფარგლებში, ნიადაგის მულჩირება ორგანული მასითა და სინთეტური საშუალებით.

 

განოყიერება

ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგ­ლა­მენტებით.

 

ფიტოსანიტარული რეგლამენტი:

ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები.

მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.

ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქ­ტური და სისტემური პრეპარატებით.

დამატებითი აგროღონისძიება ნაცრის წინააღმდეგ დამატებითი წამლობების ჩატარება.

 

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

 

რქაწითელი თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ის გავრცელებულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც, რაც განპირობებულია მისი ფართო ეკოლოგიური პლასტიურობით და უნივერსალური სამეურნეო-ტექნო­ლოგიური თვისებებით. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშუალო მოსავალი ჰექტარზე 90-100 ცენტნერი.

 

მოცემულ მიკროზონაში მწიფე ყურძენში შაქრიანობა 240 გ/დმ3-ს აღწევს, 7,8 გ/დმ3 მჟავიანობის შენარჩუნებით. წინანდლის დასახელების ღვინომასალის მისაღებად ყურძენი იკრიფება, როცა მასში შაქრის კონცენტრაცია 20-21% მიაღწევს.

 

კახური მწვანე  თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 172 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 6-7 ტ. ჯიშს ახასიათებს შაქრის დაგროვების (200-220 გ/დმ3) საკმაოდ დიდი უნარი, ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებით (6,0-7,8 გ/დმ3). ჯიშის დამახასიათებელ თვისებად უნდა ჩაითვალოს მისი განსა­კუთრებული მგრძნობიარობა ნაცრისადმი.

 

ღვინო ,,წინანდალი’’

 

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო ,,წინანდალი’’ მზადდება რქაწითელის და კახური მწვანე ჯიშების ყურძნიდან (15%-მდე).

ღვინო ,,წინანდალი’’ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმო­ნიული, სრული, დახვეწილია, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.

 

ღვინო ,,წინანდლის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ

მაჩვენებლებს:

მოცულობითი სპირტშემცველობა, არანაკლებ % - 10,5

შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 3 გ/დმ3

ტიტრული მჟავიანობა  5,5 _ 7,5 გ/დმ3

აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,0 გ/დმ3

დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 გ/დმ3

გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ3

თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ3

 

დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999 დადგენილებას.