სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
2023 წლის 19 მაისს, 12 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისია განიხილავს ნორმატიული აქტების პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს:
- თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №11 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანას;
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 მარტის N08 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას.
მისამართი: ქალაქი თელავი, ერეკლე მეორის გამზირი N16.